კლასი
|
V
კლასი
|
საგანი/ინტეგრირება
საგნებთან
|
მათემატიკა
|
თემა
|
ნაწილი, წილადი
|
მიზანი
და შედეგები
|
·
მოსწავლე გაიწაფოს წილადის წაკითხვასა და ჩაწერაში, შეძლოს ნაწილებად დაყოფილი ფიგურის ან რაიმე მთელის ნაწილის გამოსახვა წილადით, ზოგიერთი წილადების შედარება სურათზე წარმოდგენილი ტოლ ნაწილებად დაყოფილი ფიგურის მიხედვით.
·
წაიკითხოს და გამოსახოს ჩვეულებრივი წილადები, მიუთითოს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველი და მნიშვნელი, მთელი და წილადი ნაწილები.
|
ესგ–თი
მისაღწევი შედეგები
|
მათ. V.2. მოსწავლეს შეუძლია
წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
მათ. V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე
მოქმედებების შესრულება
|
მნიშვნელობა
და აქტუალობა
|
წილადი რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა, მთელი და წილადი ნაწილის გამოყოფა, წილადში მრიცხველისა და მნიშვნელის მითითება.
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
4
|
წინარე
ცოდნა
|
ნატურალური რიცხვები, რისთვის ვიყენებთ ნატურალურ რიცხვებს, ლუწი და კენტი რიცხვები, განაყოფის თვისება
|
გამოყენებული
რესურსები
|
მათემატიკის სახელმძღვანელო(ა.საგინაშვილი), რვეული, პასტა, სურათი, მაკრატელი, ფურცელი, კომპიუტერი, პროექტორი
|
შეფასება
|
წილადი რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა, მთელი და წილადი ნაწილის გამოყოფა,წილადში მრიცხველისა და მნიშვნელის მითითება.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
A ფაზა საორგანიზაციო საკითხები(2წთ): გაკვეთილზე დასწრების შემოწმება დავალების შემოწმება, კომენტარი(3წთ)
ფაზა A.(გამოწვევა)–15წთ.
აქტივობა 1. პროექტორით სურათის
ჩვენება :, ტორტის დაჭრა
აქტივობა 2. პრაქტიკული სამუშაო:. მართკუთხედის ჩახაზვა რვეულში და მისი ნაწილების გაფერადება.
მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია რვეულში ჩახაზონ მართკუთხედი, დაყონ 4 ტოლ ნაწილად და გააფერადონ ერთი/მეოთხედი, ორი/მეოთხედი, სამი/მეოთხედი, ოთხი/მეოთხედი ნაწილი.
ფაზა B.(შინაარსის რეალიზება.)–22წთ.
მოსწავლეებს წარედგინება პრეზენტაცია წილადის შესახებ.
აქტივობა 3. წილადის ჩაწერა, წილადის განმარტება, წილადის შემადგენელი ნაწილები.
მასწავლებელი დაფაზე ავლებს წილადის ხაზს. ერთ–ერთ მოსწავლეს აწერინებს ხაზს ქვევით იმ რიცხვს, თუ რამდენ ტოლ ნაწილად დაყო მართკუთხედი, ხაზს ზემოთ, თუ რამდენი ტოლი ნაწილი გააფერა და აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით განუმარტავს რა ჩაწერეს, რას ეწოდება წილადი, რა ეწოდება ხაზს ზევით და ხაზს ქვევით ჩაწერილ რიცხვებს და ხაზს (მრიცხველი, მნიშვნელი, წილადის ხაზი). რას აღნიშნავს თითოეული და როგორ უნდა წაიკითხონ წილადი.
ვარჯიში სავარჯიშოებზე
ფაზა C.(გამთლიანება)–6წთ
აქტივობა 4. მუშაობა წყვილებში.
მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია გამოჭრან 2 ცალი მართკუთხედი. ერთ მართკუთხედს დაყოფენ 2 ტოლ ნაწილად, მეორე მართკუთხედს გაყოფენ 4 ტოლ ნაწილად.
საჭირო კითხვები: როგორ შევძელით მართკუთხედის 2 ტოლ ნაწილად დაყოფა? როგორ შევძელით მართკუთხედის 4 ტოლ ნაწილად დაყოფა? რამდენი ნახევრისგან შედგება პირველი მართკუთხედი? რამდენი მეოთხედისგან შედგება მეორე მართკუთხედი?
მასწავლებელი რომელიმე მოსწავლეს აკეთებინებს პრეზენტაციას.
|
Tuesday, June 10, 2014
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment