Saturday, June 21, 2014

პროექტის სახელი - სოფელი მაიდანი

პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს საკუთარი სოფლის შესახებ, მის წარმოშობას, სახელთან დაკავშირებულ ცნობებს,  მოგვაწოდებენ ინფორმაციას სოფლის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ. ჩაატარებენ კვლევებს თავიანთ კუთხეში მცხოვრები ხალხის გვარების წარმოშობის შესახებ. 
მონაწილეთა ასაკი - 9 დან- 14 წლამდე (5-9 კლასები).
ვადები და ხანგრძლივობა:   3 თვე
რესურსები:  ბლოკნოტი ან რვეული, საწერი კალამი, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული, ფლეშკები,   სააქტო დარბაზი.
პროექტის სრული აღწერა :  
 პირველი თვე
 აქტივობა 1.   მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს საკუთარი სოფლის შესახებ, მის წარმოშობას, სახელთან დაკავშირებულ ცნობებს.
 აქტივობა 2.   გამოიკვლევენ სოფლის  ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ღირშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას
აქტივობა 3.  მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის მდინარეების  შესახებ.
აქტივობა 4.    მოსახლეობასთან გასაუბრებით  მოიძიებენ ძველ ლეგენდებს, თქმულებებს, რეალურ ფაქტებს.
მეორე თვე
აქტივობა  5.  მოახდენენ შეხვედრებს სოფლის უხუცეს ადამიანებთან  და მოახდენენ მათ  აუდიო –ვიდეო ჩანაწერებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისათვის.
აქტივობა  6.  მოგვაწოდებენ ინფორმაციას სოფლის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ.

აქტივობა 7.  მოსწავლეებდაწერენ  ესეებთავიანთი სოფელზე მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ,
მესამე თვე
აქტივობა 8.      მასალებს და ინტერვიუებს  ასახავენ ფოტოებზე.
აქტივობა  9.  შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას.
აქტივობა 10. ისტ-ის გამოყენებით დაამზადებენ  სლაიდებს.  Microsoft PowerPoint-ის მეშვეობით, ისტ-ის გამოყენება დაეხმარათ მათ მოძიებული მასალის გამთლიანება-კონსტრუირებაში,
აქტივობა  11.  მოახდენენ  პრეზენტაციას.
 აქტივობა 12.  საბოლოოდ ყველა მონაცემი აიტვირთება ბლოგზე.
მოსალოდნელი შედეგები :  ბავშვებ შექმნიან ალბომ, ბუკლეტებსბლოგ, ელექტრონული ჟურნალ, ჩანახატებს, ესეებ. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის  უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან საკუთარი სოფლის ისტორიას.
სარგებელი სხვებისთვის  გაეცნობიან სხვადასხვა სოფლის ყოფას, მის წარსულსა და აწმყოზე ,შეიტყობენ მნიშვნელოვან ინფორმაცას, ფოტო გამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას. იმდიდრებენ ცოდნას საქართველოს ისტორიაში; ლიტერატურასა და ხელოვნებაში; ეცნობიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს; ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თანატოლებს თავის პროექტებს.
პროექტის ფასილიტატორის სახელი -  ირმა ჩორგოლაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: - i.chorgolasvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - http://chemiblogi2806.blogspot.com/

No comments:

Post a Comment